ფეხბურთი

17:54 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის შანსი: ევრო 2024-ის ოქროს ბუცი თანაბარ გოლებზე ყველა ბომბარდირს გადაეცემა

ევრო 2024-ის ბომბარდირის ტიტულს (ოქროს ბუცს) ყველა ის ფეხბურთელი მიიღებს, ვისაც თანაბარი რაოდენობის გოლები ექნებათ გატანილი, ცხადია, თუ კონკრეტული ერთი ფეხბურთელი არ გაიტანს ყველაზე მეტს.

აქამდე, უპირატესი წესი იყო გოლის შემდეგ საგოლე პასების რაოდენობა, თუ ყველაფერი ამ შემთხვევაშიც თანაბრად იყო, სათვალავში იღებდნენ ნათამაშები წუთების რაოდენობას (უპირატესობა ენიჭებოდა ნაკლებ წუთებს).

თუმცა, უეფამ ახლახან შეცვალა წესი, რომლის მიხედვით პასები და წუთები არ მიიღება მხედველობაში, მხოლოდ გოლები.

ამ დროისთვის ევრო 2024-ზე 3-3 გოლი აქვთ გიორგი მიქაუტაძეს, დანი ოლმოს, კოდი გაკპოს, ჰარი კეინს, ჯამალ მუსიალას და ივან შრანცს. თუ არაფერი შეიცვალა, ოქროს ბუცს ყველა მათგანი მიიღებს.

ფინალში ითამაშებენ ოლმო და კეინი, შესაბამისად, მიქაუტაძე თანაბომბარდირი რომ გახდეს, მათ გოლები ვერ უნდა გაიტანონ. ფინალის მონაწილე ფეხბურთელებიდან ყურადსაღებია ფაბიან რუისი და ჯუდ ბელინგემი, რომელთა აქტივში 2-2 გოლია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ოთხ მატჩში 3 გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა გოლები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას გაუტანა.

0.118445