ფეხბურთი

17:16 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფას განახლებული საკლუბო და ჩემპიონატების რეიტინგი

უეფამ საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქულები გამოთვლილია ბოლო 5 სეზონში ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით.

რეიტინგს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, რომელსაც კვალში მადრიდის „რეალი“ და „ბაიერნი“ უდგანან. საუკეთესო ათეული ასეთია:

1. მანჩესტერ სიტი - 123.000 ქულა
2. რეალი - 119.000
3. ბაიერნი - 108.000
4. ლივერპული - 96.000
5. რომა - 90.000
6. პარი სენ-ჟერმენი - 85.000
7. ვილიარეალი - 82.000
8. დორტმუნდი - 79.000
9. ჩელსი - 79.000
10. ინტერი - 76.000

ქართული კლუბები უეფას რეიტინგში მოწინავე ასეულში არ არიან. ყველაზე კარგი შედეგი „დინამო თბილისს“ აქვს, რომელიც 193-ე ადგილზეა.

...193. დინამო თბილისი - 6.000 ქულა
213. დინამო ბათუმი - 5.500
283. დილა - 4.000
347. იბერია - 2.500

სრული რეიტინგი...

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგს, ამ შემთხვევაში ბოლო 5 სეზონის მონაცემებია დათვლილი, ინგლისის პრემიერლიგა ისევ ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, მეორე ადგილზე იტალიის ჩემპიონატია, ხოლო საუკეთესო ათეული ასეთია:

1. პრემიერლიგა (ინგლისი) – 85.732 ქულა
2. სერია A (იტალია) – 75.356
3. ლა ლიგა (ესპანეთი) – 70.561
4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 67.910
5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 55.165
6. ერედივიზიონი (ნიდერლანდები) – 51.900
7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 46.016
8. ჟუპილერ ლიგა (ბელგია) – 41.200
9. სუპერლიგა (თურქეთი) – 33.600
10. ფორტუნა ლიგა (ჩეხეთი) – 33.550

სრული რეიტინგი...

საქართველოს ეროვნული ლიგა უეფას წევრი 55 ქვეყნიდან, 50-ე ადგილზეა 5.500 ქულით. ჩვენი ჩემპიონატი მხოლოდ მონტენეგროს, ანდორის, გიბრალტარის, ბელარუსის და სან მარინოს ჩემპიონებს უსწრებს.

0.12027