ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა - 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
იანსანე „ტორპედოს“ ხორვატიის ჩემპიონატის მეორეადგილოსან “რიეკადან” შეუერთდა. „რიეკაში“ გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე “შერიფის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯამში „შერიფის“ მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
„ტორპედოს“ ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა.