ფეხბურთი

11:39 | 12.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი: "როდრის ყოველდღე ვეუბნები, რომ "რეალში" გადმოვიდეს"

ესპანეთის ნაკრების მცველმა დანი კარვახალმა განაცხადა, რომ როდრის ყოველდღე სთხოვს მადრიდის „რეალში“ გადასვლას.

„როდრის ყოველდღე ვეუბნები, რომ „რეალში“ გადმოვიდეს. ვეუბნები, რომ დატოვოს მანჩესტერი, სადაც მზე არ არის და ჩვენ ის მადრიდში გვჭირდება. ის ყოველთვის მპასუხობს, რომ კონტრაქტი აქვს, მაგრამ ჩვენთვის იდეალური ფეხბურთელი იქნებოდა“, - თქვა დანი კარვახალმა.

ცნობისთვის, მადრიდის „რეალს“ ნახევარდაცვაში ჰყავს ლუკა მოდრიჩი, ფედერიკო ვალვერდე, ორელინ ჩუამენი, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და დანი სებალიოსი. შესაბამისად, „სამეფო კლუბს“ ამ პოზიციაზე პრობლემები ნამდვილად არ აქვს.

0.120107