კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა „ზირამ“ სტუმრად ტირასპოლის „შერიფი“ დავით ვოლკოვის გოლით 1:0 დაამარცხა.
მოლდოველები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს. „ზირამ“ კარისკენ და კარშიც, ერთადერთხელ, 88-ე წუთზე დაარტყა და გაიტანა. ეს ვოლკოვმა გააკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
საპასუხო მატჩი ერთ კვირაში აზერბაიჯანში გაიმართება.