ფეხბურთი

20:57 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ლიგა 1 ჩემთვის გამოწვევაა, მიხარია, რომ ისტორიულ გუნდში გადავედი"
დავითაშვილმა "სენტ ეტიენთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

„სენტ ეტიენის“ ახალმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლიგა 1 მისთვის გამოწვევაა.

„სასიამოვნოა ამ ისტორიულ კლუბში მოსვლა! ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველოდები „ჟოფრი-გიშარის“ სტადიონზე დაუჯერებელი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. ლიგა 1 რთული ჩემპიონატია, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ის „დინამო თბილისის“, „ლოკომოტივის“, „რუბინის“, „როტორის“, ტულის „არსენალის“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ლიგა 1-ში კი, წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დაამარცხა. „მწვანეები“ ლიგა 1-ის პირველ ტურში „მონაკოს“ შეხვდებიან.

0.102601