ფეხბურთი

19:10 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრების მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნა სურთ

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნა სურთ.

როგორც Independent-ი იტყობინება, კოპა ამერიკაზე წარუმეტებელი გამოსვლის შემდეგ ამერიკელები გერმანელი სპეციალისტის მიწვევაზე ფიქრობენ. აშშ-ს ნაკრები გრეგ ბერჰალტერს დაატოვებინეს და მის შემცვლელს ეძებენ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია 2026 წლის მუნდიალი, სადაც აშშ კანადასა და მექსიკასთან ერთად თანამასპინძელი იქნება. შესაბამისად, ამერიკელების მიზანია, ნაკრები მაღალი დონის სპეციალისტს ჩააბარონ.

იურგენ კლოპის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. გერმანელი „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარია.

0.125843