ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა, რომელსაც „ფურია როხა“ ევრო 2024-ის ფინალში შეხვდება.
„ინგლისს ჰყავს ძალიან კარგი მოთამაშეების ნაკრები, ძლიერი გუნდია. არ არის საჭირო მეტოქის უძლიერესი მოთამაშეების ჩამოთვლა, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, თუ გვინდა ფინალის მოგება“, - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს AS.
ევრო 2024-ის ფინალი, რომელშიც ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან, 14 ივლისს გაიმართება ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.