ფეხბურთი

12:44 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე უკრაინულ გუნდში გადავიდა

გორის „დილას“ კაპიტანი ნიკა გაგნიძე კარიერას უკრაინულ „კოლოსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდგომაც ნიჭიერმა ნახევარმცველმა „კოლოსთან“, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს, კონტრაქტს ხელი მოაწერა. უკრაინელებმა "დილას" ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 240 000 დოლარი გადაუხადეს.

23 წლის გაგნიძეს მთელი კარიერა „დილაში“ აქვს გატარებული, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუმცა, 2022-2023 წლების სეზონში მცირე ხნით თურქულ „უმრანიესპორში“ ირიცხებოდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და ისევ დილაში დაბრუნდა. ნიკა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა და შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ითამაშა.

გაგნიძემ "დილაში" 125 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

0.118385