ფეხბურთი

12:04 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: მიქაუტაძე "რომას" პირველი არჩევანია, შეთავაზება მზადაა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „რომაში“ შესაძლო ტრანსფერზე საუბარი სულ უფრო აქტიურდება.

როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ქართველი ფეხბურთელი რომაელთა პირველი არჩევანია და „ჯალოროსი“ მზადაა „მეცს“ შეთავაზება გაუკეთოს, შესაბამისად, „მონაკოს“ გიორგისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ მიქაუტაძის ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა.

თავის მხრივ, Il Messaggero იტყობინება, რომ მიქაუტაძის ტრანსფერს მწვანე შუქი მას მერე აენთება, რაც „რომა“ ტამი აბრაჰამის გაყიდვას მოახერხებს, რომელიც შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს. გიორგი ძალიან მოსწონს რომაელთა მთავარ მწვრთნელს, დანიელე დე როსის.

გარდა ამისა, „რომას“ ალექსანდერ სორლოთს უკავშირებენ და იტალიელებმა არჩევანი სწორედ ქართველსა და ნორვეგიელს შორის უნდა გააკეთონ. აღსანიშნავია, რომ ასევე წერენ იუსეფ ენ ნესირზე, მაგალითად, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებდა ცნობას ამაზე, მაგრამ Corriere Dello Sport-მა მაროკოელის ტრანსფერი გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან ევრო 2024-ზეც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, სადაც ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

0.13747