ფეხბურთი

2:24 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: "უზომოდ ამაყი ვარ, რომ ეს ინგლისის ნაკრებმა პირველად ჩემი მწვრთნელობით შეძლო"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ნიდერლანდების ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უზომოდ ამაყია, რომ ინგლისი მისი ხელმძღვანელობით პირველად გავიდა ტურნირის ფინალში, რომელიც ინგლისში არ ჩატარებულა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ, რთული მატჩი იყო და დაცვა უნდა შეგვეცვალა. ყოველთვის გვიწევდა სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირება. დასასრული განსაკუთრებულია გუნდისთვის და ჯილდო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.

შეცვლები? ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთელი გუნდი მზადაა ნებისმიერ დროს მოედანზე გასასვლელად. ვიგრძენით, რომ ცოტა ტემპი დავკარგეთ, ოლის კარგად შეუძლია პრესინგი, ვიგრძენით, რომ კარგი მომენტი იყო მისთვის შანსის მისაცემად.

უზომოდ ვამაყობ, რომ ინგლისი პირველად გავიდა ფინალში იმ დიდ ტურნირზე, რომელიც ინგლისში არ ტარდება. ახლა გვინდა გავიმარჯვოთ ესპანეთთან, რომელიც საუკეთესოა ტურნირზე და რთული იქნება.

ვფიქრობ, დღეს საღამოს ანგარიშში ჩამორჩენას არ ვიმსახურებდით, მთელი მატჩი კარგად ჩავატარეთ, განსაკუთრებით, ბურთის ფლობისას. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით. არ ვარ დარწმუნებული, ინგლისს ნიდერლანდებთან აქამდე ბურთის ფლობის 60% თუ ჰქონია.

ესპანეთი? პირველ რიგში, მათ ბურთი უნდა წავართვათ. ისინი პრესინგზეც ძალიან კარგად თამაშობენ, ამიტომ ბურთით უნდა ვიყოთ გამორჩეულები და ბურთის გარეშეც“, - თქვა საუთგეიტმა.

აქვე გეტყვით, რომ გარეთ საუთგეიტი მესამე მწვრთნელია ჰელმუთ შონის (1972-1976) და ბერტი ფოგთსის (1992-1996) შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ მოახერხა გასვლა.

ინგლისისა და ესპანეთის ფინალური მატჩი 14 ივლისს, ბერლინში გაიმართება.

0.127802