ფეხბურთი

2:03 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლუდოგორეცის" მწვრთნელი: "დინამოს" გოლზე ვიღაცამ დაუსტვინა და ფეხბურთელები გაჩერდნენ"

რაზგრადის „ლუდოგორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა გეორგი დერმენჯიევმა „დინამო ბათუმთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი ჯერ 100%-ით მზად არ არის.

„ორი გოლის შემდეგ გუნდი დამშვიდდა. ჩვენთვის მთავარი კარგი შედეგი იყო და 3:1 კარგი შედეგია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მათი გოლის დროს ვიღაცამ დაუსტვინა, არ ვიცი, საიდან, ამიტომ ფეხბურთელებმა თამაში შეწყვიტეს. 100%-ით ფორმაში არ ვართ, რადგან ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იყო.

მესამე გოლი ვიტრის ინდივიდუალური ხარისხის დამსახურებაა. მეტოქის შეტევა უფრო კარგია, მაგრამ უფრო სუსტი დაცვაც ჰყავს. ახლა საპასუხო მატჩისთვის მოვემზადებით, მოდუნების უფლება არ გვაქვს“, - თქვა დერმენჯიევმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ლუდოგორეცის“ საპასუხო მატჩი 17 ივლისს გაიმართება.

0.113745