ფეხბურთი

21:48 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქი გაირკვა

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში უკრაინის ნაკრები საქართველოს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს. ეს ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნაკრები საშინაო მატჩებს პოლონეთში ატარებს. შესაბამისად, უკრაინა-საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, პოზნანში გაიმართება. დღესვე გაირკვა, რომ უკრაინელები ჩეხეთთან საშინაო თამაშს ვროცლავში ჩაატარებენ.

ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

საქართველო - ჩეხეთი (I ტური, 7 სექტემბერი)

ალბანეთი - საქართველო (II ტური, 10 სექტემბერი)

უკრაინა - საქართველო (III ტური, 11 ოქტომბერი)

საქართველო - ალბანეთი (IV ტური, 14 ოქტომბერი)

საქართველო - უკრაინა (V ტური, 16 ნოემბერი)

ჩეხეთი - საქართველო (VI ტური, 19 ნოემბერი)

0.103463