ფრანგული „ნიცას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხეფრენ ტურამი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტურამმა „იუვენტუსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულებამ კი, 20 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება.
23 წლის ხეფრენ ტურამი ლილიან ტურამის შვილია, რომელიც 2001-2006 წლებში თამაშობდა „იუვენტუსში“, მისი უფრო ძმა მარკუსი კი, „ინტერის“ რიგებში ირჯება. ხეფრენი იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაშია დაბადებული.
ხეფრენ ტურამმა „ნიცას“ მაისურით 167 მატჩში მეტოქეთა კარში 9 გოლის გატანა შეძლო, საფრანგეთის ნაკრებში კი მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.