ფეხბურთი

19:45 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლორან ბლანი "ალ-იტიჰადის" მწვრთნელი გახდება

ლორან ბლანი „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, შეთანხმება მიღწეულია.

ბლანი არაბულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ლორანის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსად 2 მილიონით დაემატება.

აღსანიშნავია, რომ „ალ-იტიჰადში“ სტეფანო პიოლის დანიშვნა იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლოს გარიგება ჩაიშალა. ამის შემდეგ არაბულ კლუბს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც კი დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს, მათ საბოლოო არჩევანი ბლანზე შეაჩერეს.

ლორან ბლანი ბოლოს 2023 წელს „ლიონში“ მუშაობდა, მანამდე „ალ-რაიანის“, პსჟ-ს, საფრანგეთის ნაკრების და „ბორდოს“ თავკაცი იყო.

0.126252