ფეხბურთი

17:03 | 10.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების წევრს სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ალბანეთის ნაკრების თანამშრომელს სექსუალურად ძალადონაში ადანაშაულებენ. როგორც Bild-ი იტყობინება, ძალადობა კამენში, კაიზეურაუს სპორტსკოლის სასტუმროში მოხდა, 23 ივნისს, ესპანეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე.

დაზარალებულია სასტუმროს თანამშრომელი, 18 წლის გოგონა, რომელმაც თავდასხმის შესახებ პოლიციას აცნობა. როგორც მან პოლიციას განუცხადა, ალბანელმა ის სამზარეულოში შეაგდო, კოცნა დაუწყო და შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურად დანაშაულის შესახებ მაშინვე ეცნო, ბრალდებული ესპანეთთან მატჩის შემდეგ მეორე დღეს, სამშობლოში დაბრუნდა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების ორდერის მოთხოვნის გაცემა ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო, თუმცა, საქმეს დორტმუნდის პროკურატურა იძიებს და მოძალადეს გერმანიის კანონმდებლობით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სავარაუდო დამნაშავე არც ფეხბურთელია და არც მაღალი დონის ოფიციალური პირი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ის ალბანეთის ნაკრებიდან უკვე გაუშვეს. კონკრეტული სახელი არ გაჟღერებულა, მაგრამ ალბანურ მედიაში წერენ, რომ დამნაშავე 26 წლის ადამიანია და ნაკრებში ვიდეო ანალიტიკოსად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ჩარჩა.

0.116311