„ნაპოლიმ“ ჯოვანი დი ლორენცოს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. იტალიური კლუბის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ დი ლორენცო „აძურის“ კაპიტანი კიდევ მრავალი წელი იქნება.
„ნაპოლი“ ზოგიერთ მედიაში კითხულობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ჯერ კიდევ დარჩა გასარკვევი საკითხები. როგორც ჩანს, ეს მედია არაინფორმირებულია, რადგან კლუბსა და კაპიტანს შორის რამდენიმე კვირის წინ უკვე ყველაფერი დადებითად გაირკვა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დი ლორენცო არის და იქნება „ნაპოლის“ კაპიტანი და ცენტრალური დასაყრდენი მრავალი წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 231 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მისი აგენტი ერთი თვის წინ ამბობდა, რომ ჯოვანი „ნაპოლის“ დატოვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და მხარეები მორიგდნენ.