ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და თბილისის „ლოკომოტივის“ ექსმწვრთნელმა ჯონ ვან ლოენმა გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, მარტო მიქაუტაძის ბრალია, რომ „აიაქსში“ ფეხი ვერ მოიკიდა.
“მიქაუტაძე „აიაქსში“ ბედნიერი ა რიყო და ჯოვან ვან ტსხიპრს მივწერე, შემეძლო თუ არა, მისი დახმარება. მიქაუტაძე ვახშამზე დავპატიჟე, მაგრამ ის შეხვედრაზე არ მოვიდა. მინდოდა, მისთვის მეჩვენებინა, როგორ ფუნქციონირებს ყველაფერი „აიაქსში“. ყველა კლუბში უნდა იპოვო სახლი, საბოლოოდ, მიქაუტაძეს ვარჯიშის შემდეგ ვესაუბრე, მან არ იცის ინგლისური და მგონია, რომ სწავლაც არ უნდა. მთლიანად მისი ბრალია, რომ „აიაქსში“ ვერ ითამაშებს, არც მისი კრიტიკა მაინტერესებს. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: ყველაფერი არასწორად გავაკეთე“, - თქვა ვან ლოენმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ 9 უგოლო მატჩ ჩაატარა და 13 მილიონად ცოტა ხნის წინ ისევ „მეცში“ გაყიდეს. ჯონ ვან ლოენი, 2022 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელიც იყო.