საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
„რა მაგარი გამოცდილება იყო. ეროვნული ნაკრების უკან გაერთიანებული მთელი ქვეყანა. მადლობა თითოეულ ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს ფანტასტიკური მხარდაჭერის და სიყვარულისთვის. ასევე, ჩემს ფეხბურთელებს, ყველა მიყვარხართ“, - დაწერა სოციალურ ქსელში სანიოლმა, რომელსაც ვიდეო კოლაჟიც დაურთო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, სადაც მერვედფინალში გასვლაც მოახერხა. ვილი სანიოლის გუნდმა ოთხი მატჩიდან 1 მოიგო, ერთხელ ფრეს დასჯერდა და ორჯერ მარცხი განიცადა.