ფეხბურთი

17:30 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ ტრავმის გამო კარიერა დაასრულა

ქართველმა ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურად გააკეთა. ამის მიზეზი ქრონიკული ტრავმა გახდა, რომლისგან განკურნება მან ერ მოახერხა.

„ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ვეცადე დაბრუნება, მაგრამ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ ვეღარ დავბრუნდები. მთავარი ჯანმრთელობაა, ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. „კოპენჰაგენში“ შესანიშნავი დრო გავატარე და ამ კლუბის ყოველთვის მადლობელი ვიქნები“, - თქვა ხოჭოლავამ, რომელსაც ტრავმების გამო ბოლო 18 თვე გაუცდა.

31 წლის ფეხბურთელს „საბურთალოში“, „ოლიმპში“, „სიონში“, „დინამო თბილისში“, ფოთის „კოლხეთში“, „შუქურაში“, „ჩერნომორეცში“, „შახტარსა“ და „კოპენჰაგენში“ აქვს ნათამაშები.

დანიურ კლუბში მან 2021 წლიდან 55 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ხოჭოლავა 2017 წლიდან იცავდა და 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის სამი ქვეყნის ჩემპიონია - საქართველოს, უკრაინის და დანიის.

0.119077