ფეხბურთი

1:40 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 3 მატჩით ადრე, მიქაუტაძე ევრო 2024-ის ბომბარდირობის შანსს ინარჩუნებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის შანსს ინარჩუნებს ტურნირის დასრულებამდე 3 მატჩით ადრე.

გიორგი ბომბარდირთა დავას 3-3 გოლით კოდი გაკპოსთან ლიდერობს. ორივეს აქტივში აქვთ თითო საგოლე პასი, მაგრამ ქართველმა მოედანზე უფრო ნაკლები დრო გაატარა - 347 წუთი, ვიდრე ნიდერლანდელმა - 435. პრობლემა ისაა, რომ გაკპო ნახევარფინალშიც ითამაშებს.

ასევე 3-3 გოლი აქვთ ჯამალ მუსიალას (გერმანია) და ივან შრანცს (სლოვაკეთი), თუმცა ისინი ტურნირს უკვე დაემშვიდობნენ. თანაც, მათ საგოლე პასი არ ჰქონიათ, ასე რომ მიქაუტაძე და გაკპო წინ არიან.

მათგან, ვინც ნახევარფინალში არიან, 2-2 გოლი აქვთ გატანილი ჯუდ ბელინგემს (ინგლისი), ფაბიან რუისს (ესპანეთი), დანი ოლმოს (ესპანეთი), ჰარი კეინსა (ინგლისი) და დონიელ მალენს (ნიდერლანდები).

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძემ ოთხ მატჩში (347 წუთი ითამაშა) 3 გოლი გაიტანა, ერთხელ მან საგოლე პასიც მიითვალა. გიორგიმ 3-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად, ასე რომ, 100%-იანი შედეგი აქვს - 3 გოლი. თუმცა, კარისკენ 4 დარტყმა ჰქონდა, საიდანაც ორი მიზანს ასცდა, ორჯერაც დარტყმა დაუბლოკეს.

0.11101