ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, ფეხბურთელები ბრწყინვალე იყვნენ, საუკეთესოდ ვითამაშეთ. მათ ბევრი პრობლემა შევუქმენით. შვეიცარია ნამდვილად კარგი ნაკრებია და ძნელია მათ წინააღმდეგ თავის დაცვა, თუმცა, ვაჩვენეთ ხასიათი და გამძლეობა, მხოლოდ კარგი თამაში არ არის საკმარისი, საჭიროა ამ ყველაფრის ჩვენებაც.
ბურთის გარეშე თავს კარგად ვიცავდით და ნამდვილი დისციპლინა ვაჩვენეთ. ვიცოდით, რომ ბუკაიოსთან ერთად უპირატესობა გვქონდა. საქმე მხოლოდ კარგად თამაშში არ არის, ხანდახან საჭიროა გამარჯვებისთვის სხვა გზის პოვნა, მე ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
ევრო 2020-ის ფინალში წაგებისთვის ჯვარზე გვაცვეს, მაგრამ გვყავს პენალტის კარგი შემსრულებლები და გვყავს მეკარე, რომელიც ყველა სერიაში მინიმუმ ერთ დარტყმას იგერიებს, რაც შანსს ზრდის. ბუკაიო საკა განსაკუთრებული ბიჭია, მან სითამამე გამოიჩინა და მისი გვჯერა“, - თქვა საუთგეიტმა.