„დინამო ბათუმმა“ პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
25 წლის კიპერმა კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომლის დეტალები უცნობია. სილვა ბოლოს სამშობლოში, „ტონდელას“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „მორეირენსეს“, „სანტა კლარას“ წევრი იყო.
კარიერა მან „პორტუში“ დაიწყო, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებსა და მეორე გუნდში ითამაშა.