პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-დან გავარდნის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეტი სურდათ და იმსახურებდნენ კიდეც.
„მეტი გვინდოდა, მეტს ვიმსახურებდით, ჩვენთვის, ყოველი თქვენგანისთვის, პორტუგალიისთვის. მადლიერი ვართ, რაც მოგვეცით და იმ ყველაფრისთვისაც, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მემკვიდრეობას ღირსეული გაგრძელება ექნება“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ზე ჩატარებულ ხუთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ეს იყო პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი, რომელიც კრიშტიანუმ გოლის გარეშე დაასრულა.