ფეხბურთი

20:13 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი: "ამ გუნდში გადასვლას არ ვაპირებ და არც ვაპირებდი"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში უარყო ინფორმაცია, რომ „ჟოტიმირ პოლისიეში“ გადასვლას აპირებს.

როგორც მან თქვა, მის გეგმებში ეს არ შედის: „ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არ ვაპირებ და არც ვაპირებდი პოლისიეში გადასვლას“.

გიორგი წიტაიშვილს „დინამო ბათუმთან“ საიჯარო კონტრაქტი ამოეწურა და ახალ გუნდში გადავა, მას თურქული მედია „ქონიასპორთან“ აკავშირებს.

0.117014