ფეხბურთი

15:01 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტის ნაკრების წევრი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეგვიპტელი ფეხბურთელი აჰმედ რეფაატი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გულის შეტევა „მოდერნ სპორტის“ და „ალ იტიჰადის“ მატჩის დროს, მარტში მოუვიდა.

მას შემდეგ რეფაატი მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჰმედ რეფაატი ეგვიპტის ნაკრების წევრიც იყო და 2013-2022 წლებში ეროვნულ გუნდში 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.119182