ფეხბურთი

20:56 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" ცოტნე ფაცაცია დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” „დინამო ბათუმიდან“ ტრანსფერი განახორციელა - 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია იმერული კლუბის მაისურს მოირგებს.

ფეხბურთელსა და „ტორპედოს“ შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ცოტნე ფაცაცია ბოლოს „დინამო ბათუმის“ ღირსებას იცავდა. ის ასევე იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრიც.

აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს.

0.107519