ფეხბურთი

16:12 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა „ქონიასპორში“ გადავიდეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

როგორც გამოცემა ahbmedya იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ წიტაიშვილს შეუძლია გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერება და ეცდებიან, ტრანსფერი, რაც შეიძლება მალე დახურონ. ჯერჯერობით, მოსალოდნელი გარიგების დეტალები უცნობია.

გიორგი წიტაიშვილმა ბოლო ერთი წელი „დინამო ბათუმში“ გაატარა, რომელთანაც საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა. მანამდე ის, კიევის „დინამოში“, „ვორსკლაში“, „ჩერნომორეცში“, კრაკოვის „ვისლაში“ და პოზნანის „ლეხში“ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 21 მატჩი და 1 გოლია. რაც შეეხება „ქონიასპორს“ ამ გუნდში 2019-2021 წლებში ლევან შენგელია თამაშობდა.

0.112146