ფეხბურთი

14:49 | 4.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ჯუნტოლის აკრძალული ოცნება ხვიჩა კვარაცხელიაა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მომბლანომ, რომელიც „იუვენტუსის“ ირგვლივ მუშაობს, ერთ-ერთი პოდკასტის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „იუვეს“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ოცნება ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაა.

თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან „იუვეს“ ახლა არ აქვს საკმარისი ფინანსური ბერკეტები, რომ „ნაპოლის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ჯუნტოლის აკრძალულ ოცნებას ერთი სახელი და გვარი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია. ეს თითქმის შეუძლებელი ოპერაციაა“, - თქვა მომბლანომ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კრისტიანო ჯუნტოლიმ გადაიბირა კვარაცხელია „ნაპოლიში“.

0.112717