ფეხბურთი

22:39 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ „დინამო თბილისი“ დატოვა და კვიპროსში დაბრუნდა.

არადიპუს „ომონიამ“ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.

„ომონია“ ახლახან აღზევდა კვიპროსის მთავარ ლიგაში და უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. გიორგი 2023 წლიდან „დინამო თბილისში“ თამაშობდა, იქამდე ოთხი სეზონი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წევრი იყო.

38 წლის მეკარეს კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „ოფიში“, „ოლიმპიაკოსში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟისა“ და „მაგდებურგში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.104269