ფეხბურთი

18:42 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის მსურველებს "ბოლონიაც" შეუერთდა

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგებს იტალიური „ბოლონიაც“ შეუერთდა.

როგორც იტალიური და ფრანგული მედია წერს, „ბოლონია“ ჯოშუა ზირკზეს შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. სიაში 23 წლის ქართველიცაა.

როგორც ცნობილი გახდა, ბოლონიელები მზად არიან ზირკზეს ტრანსფერიდან მიღებული ფულის რეინვესტირება მიქაუტაძეში მოახდინონ, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ ევროდ ფასობს.

მიქაუტაძეს „ლიონს“, „ვესტ ჰემს“, „მარსელს“ უკავშირებენ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც „მონაკოს“ და „ლანსს“. ბოლო ცნობებით, სწორედ „ლანსია“ მთავარი ფავორიტი, რომ ის გადაიბიროს.

გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით ევრო 2024-ზე ამ დრომდე თანაბომბარდირია. მან ლიგა 1-ის გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, „ბოლონია“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.113296