ფეხბურთი

16:06 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძით ინგლისური და გერმანული გუნდები დაინტერესდნენ

საქართველოს ნაკრების და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე ინგლისში ან გერმანიაში შეიძლება გადავიდეს.

პოლონური გამოცემა SportoweFakty-ს ჟურნალისტი პიოტრ კოჟმინსკი წერს, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელით ინგლისის ჩემპიონშიფის ორი და გერმანიის II ბუნდესლიგის ერთი გუნდია დაინტერესებული. კონკრეტულად რომელი გუნდები, ჯერ ცნობილი არაა.

სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ წყაროს თანახმად „კრაკოვიას“ შეთავაზება შეიძლება უახლოეს ხანში გაუკეთონ. ოთარს „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის წინ მან პოლონელებთან ხელშეკრულება 2027 წლამდე განაახლა.

ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ყურადღებაც მიიპყრო. მას საქართველოს ნაკრებში 65 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

0.119639