14:06 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა ავსტრიელ ნახევარმცველს თავში უცნობი საგანი მოარტყეს

გულშემატკივრებმა ავსტრიელ ნახევარმცველ მარსელ ზაბიცერს გაურკვეველი საგანი თავში მოარტყეს და ფეხბურთელი გაზონზე დაეცა. ეს მოხდა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის, როდესაც ზაბიცერი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და ავსტრიის მატჩი გუშინ, 2 ივლისს გაიმართა. მატჩის პირველ წუთზე (უეფას მიხედვით, 57-ე წამში) თურქმა მცველმა მერიჰ დემირალმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა: მოთამაშემ წარმატებით ითამაშა გამოვარდნილ ბურთზე ავსტრიის კართან კუთხურის შემდეგ.

59-ე წუთზე თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა არდა გიულერმა ახლო ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც მერიჰ დემირალმა თავური დარტყმით მეორე ბურთი შეაგდო - 2:0. შვიდი წუთის შემდეგ ავსტრიელებმა შეძლეს ანგარიშში სხვაობის შემცირება: თავდამსხმელმა მიხაელ გრეგორიჩმა მცველ სტეფან პოშის გადაცემის შემდეგ გაიტანა - 1:2. შედეგად, შეხვედრა თურქეთის ნაკრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

0.153529