ფეხბურთი

10:27 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი არაბული კლუბის მწვრთნელად ინიშნება

"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კარიერას სავარაუდოდ საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ პიოლი თანახმაა "ალ-იტიჰადი" ჩაიბაროს, სადაც მარსელო გალიარდოს შეცვლის.

გამოცდილი სპეციალისტი ბოლოს "მილანში" მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს, ხოლო იქამდე "ინტერის", "ფიორენტინას", "ლაციოს", "ბოლონიას" და "კიევოს" თავკაცი იყო.

0.129812