ფეხბურთი

11:56 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუა კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ „ალავესი B“ დატოვა და კარიერას ხორვატიულ „ისტრაში“ გააგრძელებს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ფეხბურთელი უკვე ხორვატიაშია და სულ მალე გუნდთან ერთად მოემზადება. გიორგი „ისტრას“ იჯარით შეუერთდა.

გიორგი გაგუა წლებია „ალავესში“ ირიცხება, თუმცა მეორე გუნდში უწევდა თამაში, სადაც გასულ სეზონში 3 გოლი გაიტანა. გაგუა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი იყო და შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ითამაშა.

0.13318