იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას და კონტრაქტის საკითხზე წერს. ცნობილი გაზეთის ცნობით, ბონუსების ჩათვლით, კვარას 7 მილიონი ევრო შესთავაზეს.
„კვარას შეუძლია „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს ოსიმენის წასვლის შემთხვევაში. მის შესანარჩუნებლად კლუბი მზადაა კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, ბონუსებით კი, 7 მილიონ ევროს მიაღწევს. კონტრაქტში მისი გარემოცვის მოთხოვნით ჩაიდება გამოსასყიდი პუნქტიც.
ეს ის შეთავაზებაა, რომელიც დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ მანასთან ერთად დიუსელდორფში შეხვედრაზე წარუდგინა. მიმზიდველი წინადადება, რათა მხარეები შეთანხმებაზე ოპტიმისტურად განეწყონ მაღალ დონეზე ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამჟამად მისი ხელფასი მხოლოდ 1.5 მილიონი ევროა.