ფეხბურთი

14:10 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ზე მარცხის შემდეგ ბუფონმა შესაძლოა იტალიის ნაკრები დატოვოს

იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა, „იუვენტუსისა“ და პსჟ-ის ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მარცხის შემდეგ ეროვნული ნაკრები დატოვოს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

წყაროს ცნობით, ბუფონი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდება, რათა ნაკრებში მისი მომავალი განიხილოს. შესაძლოა, ამის შემდეგ ჯანლუიჯიმ დატოვოს თანამდებობა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან ერთად თამაშობდა. სამი ტურის შემდეგ იტალიამ ოთხი ქულა დააგროვა და B ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ევრო 2024-ის მერვედფინალში იტალიელები შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდნენ (0:2) და ტურნირი დატოვეს.

0.111378