ფეხბურთი

11:47 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის მომავალ მატჩზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის მოლოდინები გააზიარა.

„წინ რთული თამაში გველის საფრანგეთთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, გუნდში ყველაფერი კარგადაა“, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Metro.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში სლოვენიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მატჩის დროს რონალდუმ პენალტი გააცუდა, მაგრამ პენალტების სერიისას იან ობლაკისთვის გოლის გატანა მოახერხა.

საფრანგეთის ნაკრებმა ამავე ეტაპზე ბელგიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 5 ივლისს გაიმართება ჰამბურგში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.122397