ფეხბურთი

10:24 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა 2024: ურუგვაი და პანამა მეოთხედფინალში გავიდნენ

დღეს, 2 ივლისს, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა აშშ (1:0) და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, მატიას ოლივერამ გაიტანა 66-ე წუთზე.

ფლეი-ოფში ურუგვაი D ჯგუფის მეორე ადგილოსანთან ითამაშებს.

დღის მეორე მატჩში პანამის ნაკრებმა ბოლივიას 3:1 მოუგო და ასევე მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

გოლები ხოსე ფახარდომ, ედუარდო გერერომ და სეზარ იანისმა გაიტანეს. ბოლივიელთაგან თავი ბრუნო მირანდამ გამოიჩინა.

შემდგომ ეტაპზე პანამა D ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი

  1. ურუგვაი 3 3 0 0 9:1 9
  2. პანამა 3 2 0 1 6:5 6
  3. აშშ 3 1 0 2 3:3 3
  4. ბოლივია 3 0 0 3 1:10 0
0.112843