ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ საფრანგეთის ნაკრების შესახებ ბელგიასთან მატჩის შემდეგ იხუმრა.
„საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი ავტოგოლია“, - თქვა კიელინიმ ESPN-თან.
საქმე ისაა, რომ საფრანგეთმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, საიდანაც ერთი კილიან მბაპემ პენალტით შეაგდო, ორჯერ კი, ფრანგთა სასარგებლოდ ავტოგოლი გავიდა, ორჯერვე „მამლებმა“ ამის წყალობით მოიგეს (ავსტრიასა და ბელგიასთან).
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ევრო 2024-ზე 9 ავტოგოლია გასული, რაც ძალიან ბევრია და არის კიდევ ერთი ხუმრობა, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ავტოგოლია...
რეალურად, ჯერ კიდევ, ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირი ჯამაპ მუსიალასა და ივან შრანცთან ერთად 3-3 გოლით ქართველი გიორგი მიქაუტაძეა.