ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ “ფურია როხამ” ევრო 2012-ის ფინალის შემდეგ, როცა იტალიას 4:0 აჯობა, დიდი ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე პირველი თამაში მოიგო ძირითად დროში.
მას შემდეგ ესპანეთმა 2014 წლის მუნდიალზე პლეი-ოფში ვერ ითამაშა (ჯგუფში ჩარჩა), ევრო 2016-ს მერვედფინალში იტალიასთან მარცხით გამოეთიშა, 2018 წლის მუნდიალს ასევე მერვედფინალში რუსეთთან წაგებით, ევრო 2020-ზე ხორვატიას მხოლოდ დამატებით დროში აჯობა, შვეიცარიას პენალტების სერიაში, ხოლო იტალიასთან ასევე პენალტებში წააგო. 2022 წლის მუნდიალს “ლა როხა” მერვედფინალში მაროკოსთან პენალტებში მარცხით დაემშვიდობა.
გამოდის, რომ ევრო 2012-ის შემდეგ საქართველოსთან გუშინდელ მატჩამდე, ესპანეთმა პლეი-ოფში ორჯერ გაიმარჯვა, ერთხელ დამატებით დროში, ერთხელ პენალტებში, ხოლო ოთხჯერ ასპარეზობას დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალში 5 ივლისს, შტუტგარტში, მასპინძელ გერმანიას შეხვდება.