ფეხბურთი

3:04 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მომავალში უფრო მეტი გამოცდილება გვექნება ასეთი მატჩებისთვის"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს ევროპის ჩემპიონატი დიდი გამოცდილებაა და მომავალში ამ გამოცდილებით უფრო კარგად ითამაშებენ.

„შეხვედრა რთული გამოვიდა, დასანანია წაგება, მაგრამ ესპანეთი ძალიან მაგარი ნაკრებია. ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტია. პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, მაგრამ ფეხბურთია, ხანდახან შეცდომები იპარება. ვამაყობ, ჩემი გუნდით, ჩემი ქვეყნით, გულშემატკივრებით. ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოდგა, ყველა გახარებულია, მთელი საქართველო. ეს გამოცდილებაა ჩვენთვის და ალბათ, მომავალში უფრო გამოცდილება გვექნება და უფრო გავახარებთ ქართველებს“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

0.113015