კალათბურთი

20:43 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას ძალთა რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-14 ადგილს იკავებს

FIBA-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე არაოფიციალური ძალთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მე-14 ადგილი მიანიჭა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის დაწყებამდე გუნდები სხვადასხვა მონაცემების თუ გამართული ამხანაგური მატჩების შედეგებით შეაფასა და საბოლოო ჯამში, ძალთა რეიტინგიც შეადგინა.

„ჩვენი პირველი იდეა ის იყო, რომ საქართველო ტოპ-10_ში შეგვეყვანა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ალეკსანდრ ჯიკიჩი კონკურენტუნარიან გუნდს წვრთნის, და ყოველ ჯერზე, როდესაც თორნიკე შენგელია მნიშვნელოვან შეხვედრას თამაშობს, მათგან ყველა გამარჯვებას ელოდება. ამას ქართული კალათბურთის აღზევებაც ემატება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახეს.

მაგრამ შემდეგ, მოსამზადებელი მატჩების ანგარიშებს გადავხედეთ და საქართველოს ბოლო ხუთეულში გადაყვანა გვინდოდა, ასე რომ ეს მე-14 ადგილი კომპრომისად ჩათვალეთ.“

FIBA-მ პირველი ადგილი სლოვენიის ნაკრებს მიანიჭა, მეორე სლოვენიას, მესამე ადგილზე კი ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე, ლატვიის ნაკრები გაიყვანა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე, ფილიპინები, ძალთა რეიტინგის მე-20 საფეხურზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2 ივლისს აიღებს სტარტს.

0.114567