ფეხბურთი

16:42 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: “კვარაცხელია ფლანგიდან ცენტრში შესვლისას ძალიან სახიფათოა“

საქართველოსთან გასამართ დაპირისპირებამდე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ UEFA-სთან ისაუბრა:

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური დუელების მოგება. ხვიჩა კვარაცხელიას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის შემთევი ნახევარმცველია, რომელიც მარცხნივ სხვაგვარად თამაშობს და მარჯვნივ სხვაგვარად. როდესაც მარცხენა ფლანგიდან ცენტრში იწევს და კარში ურტყავს, ამ დროს ის ძალიან სახიფათო ხდება.

ასეთ დროს მას რაც შეიძლება მეტად უნდა აიძულო, რომ ფლანგზე ითამაშოს. ჩვენს განაპირა მცველებს დიდი გამოცდილება აქვთ. დანი კარვახალს უკვე უთამაშია მის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. აუცილებელია, რომ ჩვენი დაცვის ხაზები ორგანიზებულად მოქმედებდნენ, რათა მეტოქეს თავისუფალი სივრცე არ დავუტოვოთ და დაცვას მუდმივად უნდა ჰქონდეს დახმარება, რომ მათმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მცველების მარტივად ჩამოტოვება ვერ შეძლონ“ - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი დღეს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.

0.102777