ფეხბურთი

13:35 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი მატჩის წინ

დღეს, 30 ივნისს კიოლნში, ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები საქართველოსას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ესპანეთმა საქართველოს ბოლოს ორჯერ მოუგო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ფინალურ ეტაპზე კი მონაცვლეობით დაამარცხა ხორვატია (3:0), იტალია (1:0), ალბანეთი (1:0) და სამ ტურში მაქსიმალური ქულები აიღო.

საქართველოს დებიუტი ფინალურ ეტაპზე თურქეთთან 1:3 მარცხით შედგა, შემდეგ ჩეხებთან ფრეს (1:1) მიაღწიეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილიდან ფლეი-ოფში გავიდნენ.

ესპანეთ-საქართველოს მატჩის გამარჯვებული 5 ივლისს შტუტგარტში მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.

წარსული შეხვედრები

მატჩები - 7

ესპანეთის გამარჯვება - 6

საქართველოს გამარჯვება - 1

ფრე - 0

ესპანეთის გოლები - 19

საქართველოს გოლები - 4

ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ესპანელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, თბილისში ქართველები 7:1 დაამარცხეს, შემდეგ კი ვალიადოლიდში 3:1 მოიგეს.

2023 წლის 8 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დიდი გამარჯვება ესპანელებს დიდწილად ალვარო მორატას ჰეთ-თრიქმა მოუტანა (22, 40, 66). 27-ე წუთზე სოლომონ კვირკველიამ ავტოგოლი გაიტანა, ერთიც დანი ოლმომ დაამატა 38-ე წუთზე. შესვენების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი საპასუხო შეაგდო, მაგრამ სტუმრთაგან თითო გოლი ნიკო უილიამსმა (68) და ლამინ იამალმაც (74) გაიტანეს.

ამისდაკვალად, იამალი 16 წლისა და 50 დღის ასაკში გახდა ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ბომბარდირი.

საპასუხო მატჩიც 2023 წლის 19 ნოემბერს ესპანეთმა 3:1 მოიგო. ანგარიში მეოთხე წუთზე რობინ ლე ნორმანმა გახსნა, თანასწორობა ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა, შემდეგ კი ფერან ტორესმა და ლუკა ლოჩოშვილმა თითო გოლი გაიტანეს, ამ უკანასკნელმა საკუთარ კარში.

ესპანეთმა საქართველოსთან ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, მანამდე თბილისში 2:1 და ბადახოსში 4:0 მოუგო და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

სამაგიეროდ კვარაცხელიამ ესპანეთთან სამ მატჩში ორჯერ გაიტანა.

საქართველომ ესპანელებთან ერთადერთი გამარჯვება 2016 წლის 7 ივნისს, ხეტაფეში გამართულ ამხანაგურ მატჩში მოიპოვა, როდესაც შესვენებამდე 5 წუთით ადრე თორნიკე ოქრიაშვილმა ერთადერთი გოლი გაიტანა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთმა საქართველო სტუმრად 1:0 და შინ 2:0 დაამარცხა.

ერთადერთი წინა მატჩი კიოლნში ესპანეთის ნაკრებმა ჯერ კიდევ 1935 წელს მაისში ჩაატარა, როდესაც ამხანაგურ მატჩში გერმანია დაამარცხა - 2:1.

საქართველო ევრო 2024-ის ერთადერთი დებიუტანტი და ტურნირის ფინალურ ეტაპზე 36-ე მონაწილეა. ჩვენებურები კიოლნში პირველად ითამაშებენ.

კავშირები გუნდებს შორის

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს.

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში 2019 წლიდან ირჯება. მანამდე მან ესპანეთის მეორე დივიზიონის „პერალადაში“ იჯარით ერთი წელი გაატარა. 2022/23 სეზონში კი ასევე იჯარით თამაშობდა „კასტელონში.“

0.125685