ვალტერ სამუელმა, რომელიც არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის ასისტენტია, ისაუბრა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის ლიონელ მესის მდგომარეობაზე, რომელმაც გამოტოვა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩი გამოტოვა პერუსთან (2:0).
„ის გასახდელში იყო და შევამჩნიეთ, რომ უკვე უკეთ გრძნობს თავს. მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი მეოთხედფინალურ მატჩამდე, ამიტომ საბოლოო ვითარებაზე ამ დროისთვის საუბარი ნაადრევია. ყოველდღე ველაპარაკებით ექიმებს“, - ციტირებს სამუელის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ჩილესთან ამერიკის თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში (0:1) კუნთის ტრავმა მიიღო. მანამდე RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა ამ ტურნირის მეოთხედფინალი გამოტოვოს ტრავმის გამო.
არგენტინამ პერუს 2:0 მოუგო ლაუტარო მარტინესის დუბლით და ჯგუფური ეტაპი 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულა.
ამავე ჯგუფში კანადამ და ჩილემ ნულოვანი ფრე ითამაშეს, რამაც კანადა ფლეი-ოფში გაიყვანა, ჩილე კი შინ მიემგზავრება.
A ჯგუფი
- არგენტინა 3 3 0 0 5:0 9
- კანადა 3 1 1 1 1:2 4
- ჩილე 3 0 2 1 0:1 2
- პერუ 3 0 1 2 0:3 1