ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო ევროპაში და კატარში გატარებული პერიოდის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება.
ამჟამად, კოუტინიო იჯარის წესით კატარის „ალ-დუჰაილის“ ღირსებას იცავს, თუმცა ხვალ ოფიციალურად „ასტონ ვილაში“ დაბრუნდება, სადაც კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღევს და როგორც O Globo იუწყება, „ვასკო და გამაში“ დაბრუნდება.
32 წლის ფეხბურთელმა კარიერა სწორედ „ვასკო და გამაში“ დაიწყო, სადაც „ინტერის“ ყურადღება მიიქცია. კარიერის სხვადასხვა პერიოდში ის „ესპანიოლის“, „ლივერპულის“, „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, საიდანაც „ასტონ ვილაში“ გადავიდა, ბოლო სეზონი კი კატარში გაატარა და ჩატარებულ 22 მატჩში 7 გოლის და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.