გიორგი მამარდაშვილის მიერ კვარაცხელიას შესახებ ესპანურ მედიასთან გაკეთებულმა კომენტარმა მთელი ესპანეთის ყურადღება მიიქცია და პოპულარული გაზეთის, MARCA-ს გარეკანზეც მოხვდა.
გუშინ, საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ მედიასთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მთელს ესპანეთს ჯობია. ეს კომენტარი მთელს ესპანურ გაზეთებს თუ ვებ-გვერდებს მოედო და დღეს ალბათ, ყველაზე ცნობილმა მადრიდულმა გაზეთმა, MARCA-მ „ვალენსიას“ მეკარის ეს კომენტარი, „ნაპოლის“ შემტევის ფოტოსთან ერთად გარეკანზეც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.