ავტოსპორტი

16:17 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ფერსტაპენი ავსტრიის გრან პრის სპრინტ რბოლის გამარჯვებულია

ავსტრიაში, „რედ ბულ რინგის“ ტრეკზე ფორმულა 1-ის სპრინტ რბოლა გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

გუშინდელი კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლა პოულ პოზიციიდან მაქს ფერსტაპენმა დაიწყო და პირველი წრის შემდეგ ლიდერობაც შეინარჩუნა, თუმცა ტრასაზე არსებული 3 დიარესის ზონის გამო, უკან მყოფი „მაკლარენებისგან“ ყოველ წრეზე დიდ ზეწოლას გრძნობდა.

უკვე მე-5 წრეზე, ლანდო ნორისმა მე-3 მოსახვევში გვიან დაამუხრუჭა და მაქსს ლიდერობა აართვა, თუმცა მეორე დიარესის ზონის დასრულებამდე ფერსტაპენმა შიდა ტრაექტორიით კვლავ მოახერხა პირველი ადგილის დაბრუნება, მაქსისგან თავის დაცვაში გართულმა ბრიტანელმა კი მეორე პოზიცია თანაგუნდელ ოსკარ პიასტრისთანაც დაკარგა.

პიასტრიმ ნიდერლანდელისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, უფრო მეტად თავის დაცვა ლანდო ნორისგან უწევდა, რის გამოც მაქსმა უპირატესობა გაზარდა, 23 წრიანი სპრინტ რბოლა გამარჯვებით დაასრულა და ცხრილში 8 ქულა დაიმატა.

მეორე ადგილი ავსტრალიელმა ოსკარ პიასტრიმ შეინარჩუნა, მესამე პოზიციაზე კი ლანდო ნორისი გავიდა.

ავსტრიის გრან პრის მთავარი რბოლის კვალიფიკაცია დღესვე, 18:00 საათზე გაიმართება კვირას კი რბოლა 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ავსტრიის გრან პრის სპრინტ რბოლა:

  1. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები) - „რედ ბული“
  2. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია) – „მაკლარენი“
  3. ლანდო ნორისი (დიდი ბრიტანეთი) – „მაკლარენი“
  4. ჯორჯ რასელი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი) – „ფერარი“
  6. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი) – „მერსედესი“
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო) – „ფერარი“
  8. სერხიო პერესი (მექსიკა) – „რედ ბული“
  9. კევინ მაგნუსენი (დანია) – „ჰაასი“
  10. ლენს სტროლი (კანადა) – „ასტონ მარტინი“
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი) – „ალპინი“
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი) – „ალპინი“
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია) – „რეისინგ ბულსი“
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია) – „ჰაასი“
  15. დენიელ რიკიარდო (ავსტრალია) – „რეისინგ ბულსი“
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი) – „ასტონ მარტინი“
  17. ლოგან სერჯენტი (აშშ) – „უილიამსი“
  18. ალექს ალბონი (ტაილანდი) – „უილიამსი“
  19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი) – „კიკ ზაუბერი“
  20. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი) – „კიკ ზაუბერი“

თეგებიფორმულა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111511