ფეხბურთი

14:50 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს „ფენერბაჰჩეში“ ესპანელი მორატას ხილვა სურს

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების 31 წლის თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს - წერს ონლაინ გამოცემა AS.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის ტრანსფერით უკიდურესად დაინტერესებულია.

ამ დროისთვის ალვარო მორატა „ფურია როხას“ ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს 76 მატჩში 36 გოლით. ნაკრებში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა მეტი - ფერნანდო ტორესმა (38 გოლი 110 მატჩში), რაულმა (44 გოლი 102 მატჩში) და დავიდ ვილიამ (59 გოლი 98 მატჩში).

გასულ სეზონში მორატამ „ატლეტიკოს“ მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.104134